„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1551
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-13
სარეგისტრაციო კოდი
100.030.010.05.001.003.590
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 55. მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურება

1. მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. მსჯავრდებულს ხელფასი ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე. ხელფასის სრული განკარგვის უფლება მსჯავრდებულს მიეცემა გათავისუფლებისას. მას უფლება აქვს ეს თანხა თავისი შეხედულებისამებრ გადაუგზავნოს ოჯახის წევრებს და სხვა პირებს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 31 ივლისი.

№1551–რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია