საქართველოს კანონი
„შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 322) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 31 ივლისი.
№1547–რს