„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1544
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-07-17
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-03
სარეგისტრაციო კოდი
310.060.000.05.001.003.587
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27–30, მუხ. 575) დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

     „მუხლი 91. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 17 ივლისი.

№1544–რს

კრებსითი — სრული ვერსია