საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი
დოკუმენტის ნომერი
1674
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-01
სარეგისტრაციო კოდი
010.010.000.01.001.003.614
საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს კონსტიტუციას (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:

     „მუხლი 481 

1. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი.

2. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.“.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კონსტიტუციური კანონი №4985 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

№1674-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კონსტიტუციური კანონი №4985 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია