„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
1610
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-08-10
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-10
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.04.001.003.610
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1299 მუხლი:

     „მუხლი 1299

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში 2009 წლის 27 სექტემბერს გასამართი შუალედური არჩევნები ჩატარდეს 2010 წლის მაის-ივნისში.“.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებისთანავე საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ კანონს შეუსაბამოს 2009 წლის 27 სექტემბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 10 აგვისტო.

№1610–რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია