საქართველოს კანონი
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 1998 წელი, მუხ. 30) მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) 21 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების გაფორმება – ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 15 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 26 ივნისი.
№1329_რს