„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1278
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-06-19
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-01
სარეგისტრაციო კოდი
110.020.000.05.001.000.519
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისციპლინო კოლეგია საქმიანობას ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 19 ივნისი.

№1278–Iს

კრებსითი — სრული ვერსია