,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ა. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის სახელწოდების შეცვლის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
177
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-09-21
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-25
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.561
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ა. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის სახელწოდების შეცვლის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №177

2006 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ა. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის სახელწოდების შეცვლის შესახებ

 ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის თანახმად:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ა. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი“.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) უზრუნველყოს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის“ დროებითი წესდების დამტკიცება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია