„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
1181
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-29
სარეგისტრაციო კოდი
110.020.000.05.001.000.512
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75) 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობისას აცხადებს კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის გამოცხადებისას. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარადგინოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ხოლო მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 7 დღეში – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე. დეკლარაციის ტექსტი არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მისი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 12 ივნისი.

№1181–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია