„2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ზოგიერთი ძირითადი საარჩევნო ღონისძიებების ვადის განსაზღვრის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
33/2006
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2006-09-13
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-14
სარეგისტრაციო კოდი
010.250.000.15.008.009.231
„2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ზოგიერთი ძირითადი საარჩევნო ღონისძიებების ვადის განსაზღვრის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.15.008.009.231

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №33/2006

2006 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ზოგიერთი ძირითადი საარჩევნო ღონისძიებების ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენ­ლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის №86 ზემო აფხაზეთის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსიის გაცნობა და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-13 დღისა (22 სექტემბერისა).

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                    გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი                                                                              გ. მჭედლიძე

კრებსითი — სრული ვერსია