საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №32/2006
2006 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. (ძალადაკარგულია)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 1 4 სექტემბრის დადგენილება №3 4 /2006 - სსმ III, №12 6 , 14 .09.2006 წ., მუხ.1 672
მუხლი 2. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული/სარეზერვო სიის შემოწმების შედეგად, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას, პარტიული სიიდან ამოიღება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს მაჟორიტარი/სარეზერვო კანდიდატი, მის ადგილს დაიკავებს შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს მაჟორიტარი ან სარეზერვო კანდიდატი რიგითობის მიხედვით და ა.შ. ანალოგიური წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც საკრებულოს მაჟორიტარი და/ან სარეზერვო კანდიდატი კანონით დადგენილ ვადაში თავად განაცხადებს უარს არჩევნებში მონაწილეობაზე.
მუხლი 3. (ძალადაკარგულია)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 1 5 სექტემბრის დადგენილება №3 5 /2006 - სსმ III, №12 7 , 15 .09.2006 წ., მუხ.1 681
მუხლი 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა ) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე