„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30/2006
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2006-09-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-11
სარეგისტრაციო კოდი
010.250.000.15.008.009.223
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №30/2006

2006 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირ­ველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1.

ა) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნების შექმნისა და საზღვრების დაზუსტების ახალ ვადად განისაზღვროს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 22 დღისა (13 სექტემბერი);

ბ) ახლადშექმნილი საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსისა და საკონკურსო საბუთების მიღების ვადებს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით განსაზღვრავს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 22 დღისა (13 სექტემბერი);

გ) უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 21 დღისა (14 სექტემბერი);

დ) საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ირჩევს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 21 დღისა (14 სექტემბერი).

ე) თუ უფლებამოსილმა პარტიამ ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში არ დანიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი მისი შემადგენლობის კანონით დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს კონკურსში მონაწილეთაგან ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 20 დღისა (15 სექტემბერი).

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                    გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი                                                                                              გ. მჭედლიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია