სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.033.008.239
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №24/2006
2006 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის გაუქმების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია უქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თუ:
ა) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;
ბ) ამომრჩეველთა საინიციატივი ჯგუფმა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესითა და ვადაში არ წარადგინა საკრებულოს წევრობის კანდიდატი;
გ) შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი;
დ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა საკრებულოს წევრობის კანდიდატმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე;
ე) ამომრჩეველთა საინიციატივი ჯგუფმა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესითა და ვადაში არ გახსნა/წარადგინა საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის № 1ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე