სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.014.108
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №12
2010 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ პატიმართა და მსჯავრდებულთა გადაყვანის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 სექტემბრის №717 ბრძანება;
ბ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის მოხდის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 26 მარტის №89 ბრძანება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი