საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
1180
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-22
სარეგისტრაციო კოდი
010.190.030.06.001.000.511
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12

1. პარლამენტის წევრი ვალდებულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

2. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოებიდან წარმოდგენილ ინფორმაციას პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე

2009 წლის 12 ივნისი.

თბილისი,

№1180–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია