„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორცილებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-01-14
გამოქვეყნების თარიღი
2020-06-23
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.22.034.014.096
„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორცილებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”

(ძალადაკარგულია - 23.06.2020, №89)

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №40

2010 წლის 14 იანვარი

ქ. თბილისი

კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

 

„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 3 აპრილის ბრძანება №172 - ვებგვერდი, 04.04.2017 წ.

1. დამტკიცდეს თანდართული „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

 

 

კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი

 

    მუხლი 1.

აღნიშნული წესი განსაზღვრავს:

ა) კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებას;

ბ) კონტროლის განხორციელების საშუალებებსა და ფორმებს;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და დაჯარიმების შესახებ ბრძანების ტიპიურ ფორმებს (დანართი №1 და დანართი №2).

გ 1 ) კერძო დაცვითი ორგანიზაციის მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისათვის დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს ( დანართი N3);

დ) პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკმებრის ბრძანება №1004 - ვებგვერდი, 31. 12 .2013 წ.

 

    მუხლი 2.

კერძო დაცვით საქმიანობაზე (შემდგომში – დაცვითი საქმიანობა) კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ (შემდგომში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი  „112“) მისი სტრუქტურული ერთეულის – ლიცენზირებული დაწესებულებების შემოწმების სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) მეშვეობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 3 აპრილის ბრძანება №172 - ვებგვერდი, 04.04.2017 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2020 წლის 6 აპრილის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.04.2020 წ.

 
    მუხლი 3.
   1. დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით სამმართველო უფლებამოსილია, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით:
   ა) შეამოწმოს დაცვითი ორგანიზაციისა და მცველის საქმიანობა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
   ბ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან გამოითხოვოს დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტები (ინფორმაცია) „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების შემოწმებისათვის;
   გ) შეაგროვოს ცნობები და მტკიცებულებები;
   დ) მოსთხოვოს დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს მცველის მოწმობა;
   ე) შეამოწმოს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-20 მუხლებით, ასევე 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობა;
   ვ) შეამოწმოს მცველთა კარტოთეკისა და პირადი ბარათების წარმოების ვალდებულების შესრულების მდგომარეობა;
   ზ) შეამოწმოს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულების შესრულების მდგომარეობა;
   თ) შეამოწმოს მცველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ვალდებულების შესრულების მდგომარეობა;
   ი) მიიღოს და სათანადო წესით აღრიცხოს კერძო დაცვითი ორგანიზაციიდან მიღებული შეტყობინება;
 კ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება;
   ლ) საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს სამართალდარღვევის აუდიო-ვიდეოჩაწერა და ფოტოგადაღება;
   მ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დამატებითი ძალების გამოძახება;
   ნ) შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გამოსცეს ბრძანება დაჯარიმების შესახებ;
   ო) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.
  2. სამმართველოს წერილობითი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი ყველა პირისათვის.
   3. სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი უზრუნველყოფს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (შემდგომში – ოქმი), რომელიც იმავდროულად წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, ამასთან, მინიჭებული აქვს ხარისხის დაცვის მეორე კატეგორია – „დაცული“. ოქმის ერთი ეგზემპლარი რჩება სამართალდამრღვევს, მეორე კი ეგზავნება დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის სამმართველოს უფლებამოსილ პირს.
  4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სამმართველოსთან და სამმართველოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან. ( მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 20 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკმებრის ბრძანება №1004 - ვებგვერდი, 31.12.2013 წ.
   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 აპრილის ბრძანება №172 - ვებგვერდი, 04.04.2017 წ.
   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2020 წლის 6 აპრილის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.04.2020 წ.
 

 

   მუხლი 4

1. სამართალდარღვევის გამოსწორებისთვის დადგენილ ვადაში დაუშვებელია იმავე სამართალდარღვევაზე ოქმის განმეორებით შედგენა. ოქმში დაფიქსირებული დარღვევის გამოსწორება არ ათავისუფლებს პირს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან.

2. ოქმი და მასზე თანდართული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად სამმართველოს იმ უფლებამოსილ პირს (შემდგომში – უფლებამოსილი პირი), რომლის კომპეტენციაშიც შედის დაჯარიმების შესახებ ბრძანების გამოცემა. ( მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 20 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

3. უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – დაჯარიმების შესახებ ბრძანებას (შემდგომში – ბრძანება), რომლითაც სამართალდამრღვე ვს დაეკისრება „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა (ჯარიმა).

4. „კერძო დაცითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორი ან ორზე მეტი მოთხოვნის დარღვევისას ოქმი და ბრძანება უნდა შედგეს/გამოიცეს თითოეული დარღვევისათვის ცალ-ცალკე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 3 აპრილის ბრძანება №172 - ვებგვერდი, 04.04.2017 წ.

    მუხლი 5

1. იმ შემთხვევაში, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილმა პირმა გადაწყვეტილება ბრძანების გამოცემის ან მის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ უნდა მიიღოს ოქმის შედგენიდან ერთი თვის ვადაში. ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება (შემდგომში – გადაწყვეტილება) უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული, რაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ეცნობოს იმ პირს, რომლის მიმართაც შედგა ოქმი.

2. ბრძანება/გადაწყვეტილება სამართალდამრღვევს ოფიციალურად გაეცნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 6

ბრძანების გასაჩივრების შემთხვევაში მისი აღსრულება შეჩერდება საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან, საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ან გასაჩივრებულ ბრძანებასთან დაკავშირებით მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებამდე.

    მუხლი 7

1. „კერძო დაცვითი საქმიანობის“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბრძანებით სამართალდამრღვევს განესაზღვრება ვადა დარღვევის გამოსწორებისათვის, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.

2. დადგენილ ვადაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა, „კერძო დაცვითი საქმიანობის“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას. აღნიშნულთან დაკავშირებით წინამდებარე წესის თანახმად დგება ოქმი, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ბრძანება.

3. ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ნებაყოფილობით გადახდისგან თავის არიდების შემთხვევაში ჯარიმის აღსრულება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.

    მუხლი 8

უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული დაჯარიმების შესახებ ბრძანება მიღებიდან/გამოცემიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში ინიციატორის (საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი) მიერ უნდა აისახოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო) მონაცემთა ბაზაში სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. აღნიშნულ პროგრამაზე წვდომა განხორციელდება ერთჯერადი რიცხვითი პაროლის გენერირების მოწყობილობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2017 წლის 3 აპრილის ბრძანება №172 - ვებგვერდი, 04.04.2017 წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2020 წლის 6 აპრილის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.04.2020 წ.

 

  დანართი №1

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000000

1. ---------------------------------------- 2. -----------------------------------------------

                   ოქმის შედგენის თარიღი                                                                                    ოქმის შედგენის ადგილი

3. შემოწმების განხორციელების საფუძველია „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

4. -------------------------------------------------------------------------------------------------

დანაყოფის დასახელება

5. -------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა

6. -------------------------------------------------------------------------------------------------

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაცვითი ორგანიზაციის, ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელწოდება და იურიდიული მისამართი

7. -------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

დარღვევის გამოვლენის ადგილი

8. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის სამართალდარღვევა ------------

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

---------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სამართალდარღვევის არსი

9. -------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

კანონის შესაბამისი მუხლი, პუნქტი და ქვეპუნქტი, რომლის მოთხოვნაც დაირღვა

10. ------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

მტკიცებულებათა ჩამონათვალი

11. მოწმის სახელი, გვარი და მისამართი:

ა) -------------------------------------------------------------------------------------------------

ბ) -------------------------------------------------------------------------------------------------

გ) -------------------------------------------------------------------------------------------------

აღნიშნული გრაფა ივსება მოწმის არსებობის შემთხვევაში

12. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა

13. ------------------------------------------------------------------------------------------------

ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

დამამზადებელი:

დამკვეთი:

 

სფს-ის რეგისტრაციის №

 

           დანართი №2

  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2020 წლის 6 აპრილის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.04.2020 წ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი„112“
 
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
უფლებამოსილი დანაყოფის დასახელება
 
20––– წლის „ “ –––––––––––––
 
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
დაჯარიმების შესახებ
 
 
კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შემოწმდა------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ​ დაცვითი ორგანიზაციის, ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელწოდება და იურიდიული მისამართი ​ -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 
​ შემოწმებული დაცვითი ორგანიზაციის ლიცენზიის ნომერი ან/და იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი (თუ დარღვევა ჩადენილია დაცვითი ორგანიზაციის ან იურიდიული პირის მიერ) ​ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------- ----
 
​ ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და პირადი № ან პასპორტის ნომერი (თუ დარღვევა ჩადენილია ფიზიკური პირის მიერ) ​ --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
​ დარღვევის გამოვლენის ადგილი
 
შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის სამართალდარღვევა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ​ სამართალდარღვევის არსი
 
შემოწმების ოქმის თარიღი და ნომერი-----------------------------------------------------------------
დაირღვა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------- ------ კანონის შესაბამისი მუხლი და პუნქტი, რომლის მოთხოვნაც დაირღვა
 
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების და „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის -------- წლის ----------------- №-------- ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე,
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
 
​ 1. ------------------------------------------------------------------------------------------------------------- ​ სამართალდამრღვევის სახელწოდება (სახელი და გვარი)
 
დაეკისროს ჯარიმა ---------------------------- ლარის ოდენობით.
 
2. სამართალდამრღვევი ვალდებულია ერთი თვის ვადაში გადაიხადოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა. აღნიშნული ვადა აითვლება ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობის მომენტიდან. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის ამოღება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
 
3. სამართალდამრღვევს უფლება აქვს აღნიშნული ბრძანება მისი ოფიციალური წესითგაცნობიდან ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
​ ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრდეს აღნიშნული ბრძანება და მისი მისამართი
 
4. სამართალდამრღვევი ვალდებულია აღნიშნული ბრძანების ოფიციალურად გაცნობიდან
 
არა უგვიანეს -----------------------------------------------------------------------------------------------
დროის მონაკვეთის მითითება
 
უზრუნველყოს სამართალდარღვევის გამოსწორება.
 
5. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საბანკო დაწესებულების მეშვეობით
სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგ ანგარიშზე: -----------------------------------------------------------
6. სამართალდამრღვევმა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოადგინოს ამ ბრძანების მეორე პუნქტში აღნიშნული ერთთვიანი ვადის გასვლამდე.
7. ბრძანების დამოწმებული ასლები 10 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრს (სამმართველო).
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
-------------------- - ----------------------------------------------
უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ბ.ა.
 

 

 

დანართი N3

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკმებრის ბრძანება №1004 - ვებგვერდი, 31.12.2013 წ.

კერძო დაცვითი ორგანიზაციის მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისათვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნები

 

კერძო დაცვითი ორგანიზაციის მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნების დაცვით :

  1. უნდა იყოს დაყოფილი წელიწადის დროების მიხედვით   პლანშეტების სახით ;
  2. უნდა მიეთითოს მცველის ფორმის ტანსაცმლის ფერი და სტილი ;
  3. თვალსაჩინო ადგილას კონტრასტული ფერით ფორმის ტანსაცმელზე დატანილი უნდა იყოს კერძო დაცვითი ორგანიზაციის ლოგო / ემბლემა ;

მითითებული უნდა იყოს კერძო დაცვითი ორგანიზაციის დასახელება ქართულ ან ინგლისურ ენაზე .

 

 

კრებსითი — სრული ვერსია