„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
240
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-02
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.22.027.014.059
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.014.059

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №240

2009 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.

2. ამ ბრძანებით განსაზღვრულ კატეგორიებს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №81 ბრძანება.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

ზ. ადეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 2 ნოემბრის ბრძანება №206სსმIII,№142,03.11.2010წ.,მუხ.2040

დანართი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

№

საშტატო ერთეული

თანამდებობრივი სარგოს ყოვეთვიური ოდენობა

1

დეპარტამენტის უფროსი

2170

2

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

2110

3

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი

2110

4

სამმართველოს უფროსი

1700

5

მინისტრის მრჩეველი

1540

6

მრჩეველი (I კატეგორია)

1540

7

მრჩეველი (II კატეგორია)

990

8

მრჩეველი (III კატეგორია)

750

9

მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანაშემწეები

990

10

გამომძიებელი

1040

11

განყოფილების უფროსი

1040

12

სპეციალისტი (I კატეგორია)

750

13

განყოფილების სპეციალისტი (II კატეგორია)

690

14

მძღოლი (I კატეგორია)

790

15

მძღოლი (II კატეგორია)

690

 

კრებსითი — სრული ვერსია