„საქართველოს კომერციულ ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 აპრილის №262 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
903
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-30
სარეგისტრაციო კოდი
220.020.040.22.033.014.020
„საქართველოს კომერციულ ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 აპრილის №262 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.040.22.033.014.020

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №903

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს კომერციულ ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 აპრილის №262 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს კომერციულ ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 აპრილის №262 ბრძანების (სსმ III, 29.04.09, №52, მუხლი 602) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 52-ე მუხლის მე-10 ნაწილის და „საქართველოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით კონკურს-აუქციონის მომწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №77 დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე,“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

 კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია