„თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №294/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
429/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-30
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.013.968
„თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №294/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.968

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის

ბრძანება №429/ნ

2009 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №294/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის 294/ნ ბრძანების (სსმ III, 09.11.2006 წ., №151, მუხ. 2105) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქციაზე არსებული სამედიცინო გაფრთხილების ტექსტები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ ბრძანებით განსაზღვრულ სამედიცინო გაფრთხილებების ტექსტებთან არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილამდე.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია