,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
156
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-15
სარეგისტრაციო კოდი
040.090.000.10.003.000.540
,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №156

2006 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №10,  მუხლი 103) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია შეწყდება, თუ გადასახადის გადამხდელი აუქციონის მოწყობამდე უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებასა და საგადასახადო ორგანოს მიერ აუქციონის ორგანიზებისათვის გაწეული ხარჯების დაფარვას.”;

ბ) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. თუ მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების დადგენილი წესით გადახდას ან აუქციონზე არ იქნება შემოთავაზებული შესაბამისი ფასი, სახელმწიფო (საგადასახადო ორგანო) უფლებამოსილია:

ა) აუქციონის მოწყობის შესახებ ხელახალი განცხადების გამოქვეყნებიდან სულ ცოტა 14 დღის შემდეგ ქონება გასაყიდად გაიტანოს განმეორებით აუქციონზე, რომლის ოდენობასა და მოწყობის მიზანშეწონილობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო;

ბ) მოხსნას ქონებაზე ყადაღა და დაუბრუნოს იგი გადასახადის გადამხდელს მფლობელობისა და განკარგვის უფლებით.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია