„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
806
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-12-22
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-22
სარეგისტრაციო კოდი
120.240.020.22.026.013.945
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.240.020.22.026.013.945

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №806

2009 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის   2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №130, მუხლი 1155) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის უფროსს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც დეპარტამენტის უფროსის საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

 

კრებსითი — სრული ვერსია