„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №53 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
245
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-22
სარეგისტრაციო კოდი
010.320.020.22.030.013.905
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №53 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.013.905

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №245

2009 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №53 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:      

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №53 ბრძანებით (სსმ III, 06.03.2009 წ., №25, მუხ. 322) დამტკიცებულ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის უფროსის მოადგილესა (მოადგილეებს) და სამსახურის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;

გ) მე-5 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,51. სამსახურის უფროსის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი    გ. ბოკერია

კრებსითი — სრული ვერსია