საქართველოს მთავრობის
დადგენილება №252
2007 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
1. „ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:
ა) საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება;
ბ) შეიქმნას საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
| რამაზ ნიკოლაიშვილი | – | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე |
| ზაზა გოროზია | – | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე |
| ზურაბ ჭიაბერაშვილი | – | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე |
| ნოდარ ხარშილაძე | – | საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე |
| ნატა ავალიანი | – | სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი |
| დავით გიორგაძ ე | – | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე |
| მიხეილ დოლიძე | – | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე |
| ვახტანგ ლეჟავა | – | საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი |
| გიორგი ლორთქიფანიძე | – | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე |
| გოჩა მამაცაშვილი | – | საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე |
| პაპუნა პეტრიაშვილი | – | საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე |
| ნოდარ სურგულაძე | – | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე |
| ანა ჟვანია
| –
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის დირექტორი |
| ელენე ხოშტარია
| – | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე |
გ) საბჭოს თავმჯდომარეობა ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიორგი ბოკერიას .
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №29, 25.02.2008 წ., მუხ.313
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №159 - სსმ №109, 31.07.2008 წ., მუხ.1203
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №29 - სსმ III, №20, 20.02.2009 წ., მუხ.247
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის დადგენილება №66 - სსმ III, №41, 02.04.2009 წ., მუხ.483
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №242 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1936
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის დადგენილება №136 - სსმ III, №54, 13.05.2010 წ., მუხ.836
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №409 -ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის დადგენილება №150 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №29, 25.02.2008 წ., მუხ.313
2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №159 - სსმ №109, 31.07.2008 წ., მუხ.1203
3. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის დადგენილება №29 - სსმ III, №20, 20.02.2009 წ., მუხ.247
4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის დადგენილება №66 - სსმ III, №41, 02.04.2009 წ., მუხ.483
5. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №242 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1936
6. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის დადგენილება № 136 - სსმ III, № 54 , 13 . 05 .2010 წ., მუხ. 836
7. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №409 -ვებგვერდი, 31 .10 .2011წ.
8. საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 2 4 აპრილის დადგენილება № 150 – ვებგვერდი, 27.04 .201 2 წ.
განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის მართვის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) ახორციელებს საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული (შემდგომში – ლაბორატორია) სისტემის მართვასა და კოორდინაციას.
11. ერთიანი ლაბორატორიული სისტემა მოიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას.
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ“ 1997 წლის 17 ივლისის, „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2002 წლის 30 დეკემბრის საერთაშორისო შეთანხმებების, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №159 - სსმ №109, 31.07.2008 წ., მუხ.1203
მუხლი 2. საბჭოს საქმიანობის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
საბჭოს საქმიანობის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ცენტრალური საცნობარო ლაბორატორიის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიების ქსელის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა;
გ) ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების არსებული მდგომარეობის შესწავლა, განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
დ) საქართველოს მთავრობისათვის დასკვნებისა და წინადადებების წარმოდგენა ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით;
ე) ამოღებულია ;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი მითითებისა და დირექტივების გაცემა;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო ინფორმაციის გამოთხოვა;
თ) საბჭოს მიერ განსაზღვრული პირების ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის დადგენილება №136 - სსმ III, №54, 13.05.2010 წ., მუხ.836
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება №409 -ვებგვერდი, 31.10.2011წ.
მუხლი 3. საბჭოს ხელმძღვანელობა და დაკომპლექტების წესი
1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. საბჭო იკრიბება სამ თვეში ერთხელ მაინც.
3. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც:
ა) უძღვება საბჭოს საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;
დ) წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში.
4. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომელთაგან ერთ-ერთი, საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას, მასთან შეთანხმებით ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.
5. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც:
ა) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის გამართვის ორგანიზებას;
ბ) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.
6. ყოველ სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საბჭოს სხდომის მოწვევა, აგრეთვე თავისი დამოუკიდებელი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №29, 25.02.2008 წ., მუხ.313
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის დადგენილება №136 - სსმ III, №54, 13.05.2010 წ., მუხ.836
მუხლი 31
სამუშაო ჯგუფები და დამოუკიდებელი სპეციალისტები
1. საბჭო, ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ქმნის სამუშაო ჯგუფებს.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ როგორც სახელმწიფო დაწესებულებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირების წარმომადგენლები, ისე მეცნიერები, ექსპერტები და სათანადო კომპეტენციის მქონე სხვა პირები, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
3. საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით დამოუკიდებელ სპეციალისტებად მოიწვიოს სათანადო კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პირები.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის დადგენილება №136 - სსმ III, №54, 13.05.2010 წ., მუხ.836
მუხლი 4. საბჭოს გადაწყვეტილების მიღების წესი
1. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე.
2. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
3. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5. საბჭოს შეკრებისა და სხდომის ორგანიზების წესს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.
მუხლი 5. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის დადგენილება №35 - სსმ III, №29, 25.02.2008 წ., მუხ.313
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №159 - სსმ №109, 31.07.2008 წ., მუხ.1203
მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
საბჭოს დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობის შესაბამისად.