სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.013.890
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
2009 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონის“ ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2010 წლის 1 მაისამდე ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონი“.
11. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი უძრავი ქონება უბრუნდება სახელმწიფოს, ხოლო მოძრავი ქონება გადაეცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 იანვრის №17/ნ ბრძანება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
ა. კვიტაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 4 მარტის ბრძანება №62/ნ-სსმ III, №24, 05.03.2010წ; მუხ.334