„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
813
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-31
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.013.884
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.013.884

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №813

2009 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით (სსმ III, 05.03.07, №29, მუხლი 348) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გამოსცემს მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის საჯარო მოსამსახურეთათვის, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას, უზრუნველყოფს და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებასა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას (გარდა იმ მოსამსახურეთა მიმართ წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისა, რომელთა დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს ფინანსთა მინისტრს);“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია