„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 ივნისის №503 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
812
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-10
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.22.033.013.883
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 ივნისის №503 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.013.883

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №812

2009 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 ივნისის №503 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 10 ივნისის №503 ბრძანებით (სსმ III, 17.06.08, №85, მუხლი 932) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის მოსამსახურის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების უფლება აქვს სამსახურის უფროსს, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. მინისტრი, სამსახურის უფროსის წარდგინებით ან მის გარეშე, ახორციელებს სამსახურის იმ მოსამსახურეთა წახალისებას, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება მიეკუთვნება მის უფლებამოსილებას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია