„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1102
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2019-10-09
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.22.022.013.879
„მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“

(ძალადაკარგულია - 09.10.2019, №209/ნ)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1102

2009 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 მაისის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 27.05.2016წ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 218 მუხლის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჯ.ე“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულება და საფასური ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 მაისის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 27.05.2016წ.

2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 სექტემბრის №800 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 27 იანვრის ბრძანება № 4/ნ -სსმIII, № 12 , 01 .0 2 .20 10 წ.; მუხ. 137

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 21 ივნისის ბრძანება № 50/ნ -სსმIII, № 76 , 30 .0 6 .20 10 წ.; მუხ. 1110

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №107/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №241/ნ - ვებგვერდი, 22.11.2012წ.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 მაისის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 27.05.2016წ.

 

მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულება და საფასური

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 მაისის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 27.05.2016წ.

თავი I. ზოგადი დებულებანი

 მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს დებულება ადგენს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების ( შემდგომში – პროგრამა ) აკრედიტაციის სტანდარტებს ( შემდგომში – სტანდარტები ), აკრედიტაციის წესს , პირობებსა და საფასურს ; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ( შემდგომში – ცენტრი ) მიერ სტანდარტების შემოწმების პირობებს ; საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების , აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმისა და აკრედიტაციის გაუქმების წესს .

2. თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული , პროგრამის აკრედიტაციის მიზნებისათვის გამოიყენება „ საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ ნ ბრძანება .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №107/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №241/ნ - ვებგვერდი, 22.11.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 მაისის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 27.05.2016წ.

    მუხლი 2. პროგრამის აკრედიტაციის მიზანი

პროგრამის აკრედიტაცია მიზნად ისახავს პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფასა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

    მუხლი 3. აკრედიტაციის ჩატარების პრინციპები

პროგრამის აკრედიტაცია ემყარება ნებაყოფლობითობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.

თავი II. სტანდარტები

    მუხლი 4. სტანდარტები

1. სტანდარტები გამოიყენება თვითშეფასებისა და გარე შეფასების პროცესში. თვითშეფასებას ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი პირი და ადგენს ყოველწლიურ თვითშეფასების ანგარიშს, ხოლო გარე შეფასებას – ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტებით.

2. სტანდარტებია:

ა) პროგრამის შინაარსი;

ბ) რესურსები.

    მუხლი 5. პროგრამის შინაარსი

1.პროგრამის შინაარსი უზრუნველყოფს ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის № 1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით (შემდგომში - მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) დადგენილი კომპეტენციების განვითარებას.

    1¹. პროგრამის სწავლის შედეგი/შედეგები ორიენტირებულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის კომპეტენციების განვითარებაზე.

2. სტანდარტი მიღწეულია, თუ:

ა) პროგრამა შეესაბამება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) პროგრამაში განსაზღვრულია მიზნობრივი ჯგუფი/ჯგუფები და პროგრამაში ჩართვის წინაპირობები.

ბ1) პროგრამით გათვალისწინებულ ტრენინგზე მსმენელების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 24 ადამიანს, გარდა პროგრამით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა, რა დროსაც, ტრენინგზე მსმენელების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 ადამიანს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლების სხვა მეთოდის შემთხვევაში, პროგრამით განსაზღვრულ მონაწილეთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებს, მეთოდებსა და ფორმატს.

გ) პროგრამაში აღწერილია მისი მიზნები, შედეგები, შეფასების სისტემა და პროგრამის სასწავლო გეგმა (შემდგომში – სასწავლო გეგმა). სასწავლო გეგმა შეიცავს ინფორმაციას სწავლების თემატიკის საათობრივი განაწილების, სწავლების მეთოდის, შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსის, შეფასების მეთოდების შესახებ;

დ) სასწავლო გეგმა უზრუნველყოფს პროგრამის შედეგების მიღწევას;

ე) პროგრამას აქვს სასწავლო გეგმის ადეკვატური კრედიტების რაოდენობა ევროპული  კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად. ერთი კრედიტი მოიცავს 25 საათს.

ვ) პროგრამა მოიცავს ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმს;

ზ) პროგრამაში განსაზღვრულია პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის (შემდგომში – სერტიფიკატი) გაცემის წესი და პირობები. სერტიფიკატის გაცემის საფუძველია მონაწილის საკონტაქტო საათებზე არანაკლებ 80 პროცენტიანი დასწრება და საბოლოო დადებითი შეფასება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 მაისის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 27.05.2016წ.

    მუხლი 6. რესურსები

1. პროგრამა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი მიზნებისა და შედეგების მიღწევისთვის აუცილებელი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით.

2. სტანდარტი მიღწეულია თუ:

ა) სწავლებას ახორციელებს პირი (შემდგომში – მწვრთნელი), რომელსაც უნდა ჰქონდეს პროგრამის სასწავლო კომპონენტის შესაბამისი აკადემიური უმაღლესი ან მასთან გათანაბრებული განათლება, ან პროფესიული განათლება ხელოვნების/სპორტის სფეროში და შესაბამის სფეროში 3 წლიანი აკადემიური, პედაგოგიური და/ან მწვრთნელობის გამოცდილება.

ბ) მწვრთნელებთან გაფორმებულია ხელშეკრულებები;

გ) მონაწილის დატვირთვა არ აღემატება დღეში 6 საკონტაქტო საათს, ხოლო სამუშაო დღეებში - 4 საკონტაქტო საათს.

დ) შემუშავებულია სერტიფიკატის გაცემისა და აღრიცხვის წესი;

ე) პროგრამის განსახორციელებლად არსებობს საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და სასწავლო რესურსი, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობას;

ვ) არსებობს პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების სრულყოფილად განხორციელების უზრუნველყოფისთვის საჭირო ფართი, რომლის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან წინასწარი წერილობითი შეთანხმება ფართის დროებითი სარგებლობის შესაძლებლობის თაობაზე, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს ტრენინგის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღით ადრე.

3. ( ამოღებულია - 25.05.2016 № 49/ნ )

4.მწვრთნელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებამაც შეიძლება პირდაპირი და უშუალო ზეგავლენა მოახდინოს პროგრამის აკრედიტაციის ან/და პროგრამის განხორციელების პროცესების მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №4/ნ-სსმIII, №12, 01.02.2010წ.; მუხ.137

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №107/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 მაისის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 27.05.2016წ.

თავი III. აკრედიტაციის პროცედურა

    მუხლი 7. სააკრედიტაციო განაცხადი

1. სააკრედიტაციო განაცხადის მიღება წარმოებს ცენტრში ყოველ სამუშაო დღეს.

2. სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებს.

3. სააკრედიტაციო განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სააკრედიტაციო განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) დაინტერესებული პირის სარეგისტრაციო მონაცემები, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – დაფუძნების აქტის ასლი;

ბ) პროგრამის ანოტაცია ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით, შესაბამისი ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და სასწავლო რესურსის მითითებით;

გ) პროგრამა/პროგრამები, შესაბამის მწვრთნელთა ავტობიოგრაფიით;

დ) პროგრამაში მითითებული მატერიალურ-ტექნიკური და სასწავლო რესურსების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები;

ე) ( ამოღებულია - 25.05.2016 № 49/ნ );

ვ) ცენტრის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად შედგენილი სერტიფიკატის ნიმუში;

ზ) პროგრამის/პროგრამების აკრედიტაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

თ ) მწვრთნელებთან გაფორმებული ხელშეკრულებები .

5. ამ მუხლის მე -4 პუნქტის „ ბ “„ გ “ და „ თ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ასევე ელექტრონული ფორმით .

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №241/ნ - ვებგვერდი, 22.11.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 მაისის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 27.05.2016წ.

    

მუხლი 8. პროგრამის აკრედიტაციის საფასური

1. პროგრამის აკრედიტაციის საფასური პროგრამის თითოეული კრედიტისათვის შეადგენს 1000 ლარს.

2. საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით. პროგრამის აკრედიტაციის საფასური დაინტერესებულ პირს არ უბრუნდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №107/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 მაისის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 27.05.2016წ.

    მუხლი 9. სააკრედიტაციო განაცხადის განხილვა

1. თუ პირი ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი განცხადების წარმდგენ პირს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

2. ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციაში ხარვეზის არარსებობის ან ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი განიხილავს სააკრედიტაციო განაცხადს.

3. ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სააკრედიტაციო განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 მაისის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 27.05.2016წ.

 

მუხლი 10. აკრედიტაციის ექსპერტი

1. აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის , საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით .

2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არ შეიძლება შეყვანილ იქნეს ცენტრის თანამშრომელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №107/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 მაისის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 27.05.2016წ.

  

მუხლი 11. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა

1. აკრედიტაციის საფასურის გადახდის შემდეგ ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შესახებ.

2. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში განაცხადოს თვითაცილება. ამ დებულების მიზნებისთვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.

3. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია განაცხადოს აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 დღის ვადაში.

4. სააკრედიტაციო განაცხადის წარმდგენი ვალდებულია დაასაბუთოს აკრედიტაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საფუძველი.

5. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ცენტრი ხელახლა ნიშნავს აკრედიტაციის ექსპერტს/ექსპერტებს.

6. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს სააკრედიტაციო ვიზიტი დაინტერესებულ პირთან და შეამოწმოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თუ ეს აუცილებელია პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №107/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.

    მუხლი 12. აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნა

1. აკრედიტაციის ექსპერტები დამოუკიდებლად აფასებენ პროგრამას და შედეგებს ასახავენ დასკვნაში . ექსპერტთა დასკვნის ფორმა განისაზღვრება ცენტრის მიერ .

2. დასკვნა წარმოადგენს პროგრამის აღწერასა და ანალიზს. დასკვნით დგინდება პროგრამის შესაბამისობა სტანდარტებთან. დასკვნის შედგენის ვადა განისაზღვრება ცენტრის მიერ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №241/ნ - ვებგვერდი, 22.11.2012წ.

    მუხლი 13. აკრედიტაციის ექსპერტის შრომის ანაზღაურება

აკრედიტაციის ექსპერტის შრომის ანაზღურების წესსა და ოდენობას ადგენს ცენტრი.

 

თავი IV. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №107/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.

    მუხლი 14. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო

1. პროგრამის აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – საბჭო).

2. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 1 წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. (ამოღებულია - 05.06.2012 , №107/ნ).

4. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

 41. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება დაინტერესებული მხარის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა ექსპერტთა დასკვნის შედგენის შემდეგ.

5. საბჭოს სხდომა საჯაროა.

6. ზეპირი მოსმენისა და აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;

ბ) პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

7. პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება, თუ პროგრამა აკმაყოფილებს აკრედიტაციის ყველა სტანდარტს. გადაწყვეტილებაში მიეთითება აკრედიტებული პროგრამის კრედიტების რაოდენობა. პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება 4 წლის ვადით.

8. პროგრამის აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა შეადგენს სააკრედიტაციო განაცხადის ცენტრში წარდგენიდან არა უმეტეს 3 თვეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 27 იანვრის ბრძანება № 4/ნ -სსმIII, № 12 , 01 .0 2 .20 10 წ; მუხ. 137

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 21 ივნისის ბრძანება №50/ნ-სსმIII, №76, 30.06.2010წ; მუხ.1110

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №107/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №241/ნ - ვებგვერდი, 22.11.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 მაისის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 27.05.2016წ.

    მუხლი 15. საბჭოს სხდომა

1. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.

2. საბჭოს სხდომებს უძღვება თავმჯდომარე. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3. ( ამოღებულია - 25.05.2016 № 49/ნ );

4. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა 3/4-ით.

5. საბჭოს სხდომის შესახებ წარმოებს ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.

6. (ამოღებულია - 05.06.2012 , №107/ნ).

7. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 10 წლის 27 იანვრის ბრძანება № 4/ნ -სსმIII, № 12 , 01 .0 2 .20 10 წ.; მუხ. 137

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №107/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №241/ნ - ვებგვერდი, 22.11.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 მაისის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 27.05.2016წ.

თავი V. სტანდარტების შესრულებაზე კონტროლი

    მუხლი 16. თვითშეფასება

1. აკრედიტებული პროგრამის განმახორციელებელი პირი ვალდებულია განახორციელოს თვითშეფასება.

2. აკრედიტებული პროგრამის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ცენტრს ყოველწლიურად პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში ელექტრონული ფორმით.

3. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ადგენს ცენტრი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №241/ნ - ვებგვერდი, 22.11.2012წ.

    მუხლი 17. პროგრამის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება

1. თუ პროგრამის განმახორციელებელი პირი დადგენილ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასების ანგარიშს ან თვითშეფასების ანგარიშში მოყვანილი მონაცემებით პროგრამა შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს სტანდარტს, ცენტრი უფლებამოსილია შეამოწმოს პროგრამის შესაბამისობა სტანდარტებთან.

2. პროგრამის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტაცია პროგრამის განმახორციელებელი პირისგან ან განახორციელოს სააკრედიტაციო ვიზიტი აკრედიტაციის ექსპერტების მეშვეობით.

3. შემოწმების შედეგები ფორმდება აკრედიტაციის ექსპერტების დასკვნით. დასკვნის საფუძველზე საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ არ არის დაკმაყოფილებული ამ დებულების მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული სტანდარტები.

4. ( ამოღებულია - 25.05.2016 № 49/ნ );

5. ( ამოღებულია - 25.05.2016 № 49/ნ );

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №107/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 მაისის ბრძანება №49/ნ - ვებგვერდი, 27.05.2016წ.

კრებსითი — სრული ვერსია