„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
792
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-30
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.013.860
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.860

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №792

2009 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით (სსმ III, 25.11.2009, №145, მუხ.1695) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIII თავი და 52-ე მუხლი:

„თავი XIII

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 52. გარდამავალი დებულებები

ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებები არ ვრცელდება იმ თანამდებობის პირებზე, რომლებიც 2009 წლის 1 დეკემბრისათვის მუშაობდნენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ინიშნებიან სამსახურში შესაბამის თანამდებობებზე.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია