საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
780
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-11-27
გამოქვეყნების თარიღი
2025-05-15
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.013.856
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №780

2009 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 13.12.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №432 -  ვებგვერდი, 29.12.2022წ.

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

     მუხლი 1

1. (ამოღებულია - 12.12.2019, №385).

11. დაუწესდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ხელფასზე ყოველთვიური პროცენტული (სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე – 15%;

დ) 10 წელი და მეტი – 20%.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის მიღების უფლებით სარგებლობენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოსამსახურეების კვების ულუფის ფინანსური კომპენსაცია განისაზღვროს 70.0 ლარის ოდენობით.

4. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი გარანტიები ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის მოსამსახურეებზე, ამავე კანონით განსაზღვრული ოდენობების და წესის შესაბამისად.

5. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად.

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ, ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე შესაძლებელია გაიცეს დანამატი ზემოაღნიშნული პუნქტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ განხორციელებული/ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან/და საგამოძიებო მოქმედების შედეგად საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში განსაკუთრებული სირთულის ან/და მასშტაბის დანაშაულის ან/და კორუფციული გარიგების გამოვლენის, გამოძიების ან/და აღკვეთის ან ზემოაღნიშნულის განხორციელებისას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში (რაც მოიცავს დანაშაულის ადგილების, მტკიცებულებებისა და სხვა სპეციალური სადგომების დაცვას დანაშაულებრივი ხელყოფისაგან), აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებითი ფუნქციების შესრულების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი დანამატი შემდეგი ოდენობის ფარგლებში:

ა) სახელმწიფო მოსამსახურეზე – არაუმეტეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

ბ) წამყვან საჯარო თანამდებობაზე დასაქმებულ  თანამშრომელზე – არაუმეტეს 7000 ლარი;

გ)  უფროს საჯარო თანამდებობაზე დასაქმებულ თანამშრომელზე – არაუმეტეს 6000 ლარი;

დ) უმცროს საჯარო თანამდებობაზე დასაქმებულ თანამშრომელზე – არაუმეტეს 5000 ლარი.

8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმ თანამშრომლისთვის, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად უწევს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და გადაადგილება სხვა მუნიციპალიტეტში, საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გასცეს  კომპენსაცია საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის, შემდეგი ოდენობის ფარგლებში:

ა) გორის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის – არაუმეტეს 800 ლარი;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის – არაუმეტეს 700 ლარი;

გ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის – არაუმეტეს 1200 ლარი;

დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის – არაუმეტეს 1700 ლარი;

ე) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის – არაუმეტეს 1200 ლარი;

ვ) თელავის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის – არაუმეტეს 800 ლარი;

ზ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის – არაუმეტეს 700 ლარი;

თ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის – არაუმეტეს 1200 ლარი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 28.02.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №240 - ვებგვერდი, 14.08.2014წ.
​საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 8 თებერვლის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 09.02.2018წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 13.12.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №432 -  ვებგვერდი, 29.12.2022წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 15 მაისის ბრძანება №119 - ვებგვერდი, 16.05.2025წ.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი   პ. პეტრიაშვილი

დანართი №1

(ამოღებულია) 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №385 - ვებგვერდი, 13.12.2019წ.

კრებსითი — სრული ვერსია