„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №607 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
786
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-11-27
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-30
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.013.855
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №607 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.855

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №786

2009 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №607 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №607 ბრძანებაში (სსმ III, 22.07.2008, №103, მუხ. 1158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში სპეციალური წოდებისათვის დანამატის მიღების უფლებით სარგებლობენ შემოსავლების სამსახურის უფროსი და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები.“.

2. პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი                        პ. პეტრიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია