„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1019
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-20
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.013.802
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.802

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1019

2009 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, 26.09.2005, 112, მუხ. 1233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დანართ 2-ში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხაში მითითებულ „სოფ. სალიბაურის №2 საჯარო სკოლას“ ეწოდოს „სოფ. სალიბაურის №1 საჯარო სკოლა“ და ნუსხის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

22

სოფ. სალიბაურის №1 საჯარო სკოლა

სოფ. სალიბაური

დაწ-საბ-საშ

ბ) დანართი №3-ში მითითებულ „სოფელ სალიბაურის №1 საჯარო სკოლა“ ეწოდოს „სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლა“ და დანართის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8

სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლა

სოფელი სალიბაური

დაწ-საბ-საშ

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

კრებსითი — სრული ვერსია