„საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
731
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-11-13
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-13
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.033.013.763
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო  სარეგისsტრაციო კოდი 010.320.040.22.033.013.763

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №731

2009 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის           25 მაისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებით (სსმ III,  29.05.09, №65, მუხლი 720) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამინისტროში კონკურსსა და ატესტაციას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრები და სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) საჯარო მოსამსახურე (კომისიის მდივანი) (შემდგომში – კომისიის მდივანი).“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 16 ნოემბრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია