საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2009-10-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-27
სარეგისტრაციო კოდი
320.110.000.17.010.013.743
საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.013.743

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2009 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 201 4 წლის 27 მარტის დადგენილება №1 ვებგევრდი , 28.03.2014წ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლისა და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, 51-ე და 511 მუხლების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ხმათა უმრავლესობით, ერთის წინააღმდეგ ადგენს:

1. დამტკიცდეს   “საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წამოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების შემდეგი წესი:
ა) საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს, ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი განათავსოს  საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისის შემთხვევისა;

ბ) საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე)  წარმოებულ მხატვრულ ფილმებს, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსოს მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და სიხშირით;

გ) დასავლური წარმოების მხატვრული ფილმი არის პროდუქცია, რომელიც წარმოებულია აშშ-სა და კანადაში, აგრეთვე ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია “ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპის კონვენცია;

დ) ამ პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ვალდებულია მის სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები, მისი თვის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების არანაკლებ 10% ოდენობით.  თუ ერთი თვის მანძილზე სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია არასახელმწიფო ენაზე წარმოებული არა უმეტეს 10 მხატვრული ფილმისა, მაშინ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირებით განთავსდება 1 დასავლური წარმოების მხატვრული ფილმი მაინც;

ე) თუ ამ პუნქტის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქცია თვის სამაუწყებლო ბადეში მეორდება, განმეორებითი განთავსება უნდა განხორციელდეს იმავე ენაზე, რა ენაზეც პირველად იქნა ჩასმული სამაუწყებლო ბადეში; გამეორება არ ითვლება ცალკე განთავსებად.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 14 მაისის დადგენილება №2-სსმIII, №57, 21.05.2010წ.; მუხ.879

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 27 მარტის დადგენილება №1 ვებგევრდი, 28.03.2014წ.

2. (ამოღებულია).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 14 მაისის დადგენილება №2-სსმIII, №57, 21.05.2010წ.; მუხ.879

3. (ამოღებულია) .

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 14 მაისის დადგენილება №2-სსმIII, №57, 21.05.2010წ.; მუხ.879

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 14 მაისის დადგენილება №2-სსმ III, №57, 21.05.2010წ.; მუხ.879

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 201 4 წლის 27 მარტის დადგენილება №1 ვებგევრდი , 28.03.2014წ.

კრებსითი — სრული ვერსია