,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
114
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-20
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.498
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №114

2006 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-8 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №35, მუხლი 430) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-6 მუხლის მე-6, მე-7, მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. საბჭოს შემადგენლობის 1/3-ს, რომელიც განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – მეცნიერებათა აკადემიების კვოტით, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისათვის – ერთი კვოტით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

7. საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვოტით. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საბჭოს წევრობის კანდიდატურებს უგზავნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც შეარჩევს შესაბამის კანდიდატურებს და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად. საბჭოს წევრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის მიმართ საკვალიფიკაციო მოთხოვნა არის, რომ მას ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.

8. საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კვოტით, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია