„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
692
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-10-28
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-28
სარეგისტრაციო კოდი
230.150.020.22.033.013.697
„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.013.697

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №692

2009 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებას (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2331) დაემატოს შემდეგი შინაარსის 57 პუნქტი:

„57. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის 20-დღიანი ვადით გადაადგილებულ, საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება შესაძლებელია იმ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, რომლის გავლითაც აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებები კვეთენ საქართველოს საბაჟო საზღვარს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია