|
სამშენებლო ნორმების და წესების – „ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტუქციები” (პნ 03.01-09) – დამტკიცების შესახებ
|
„სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „სამშენებლო ნორმები და წესები – „ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტუქციები“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 16 მარტის №1–1/213 ბრძანების „ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად მიენიჭოს სათანადო შიფრი – პნ 03.01–09. 2. ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის მიმართ, რომელთა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა დაწყებულია ზემოაღნიშნული ბრძანების ძალაში შესვლამდე. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან. ზ. პოლოლიკაშვილი
|