„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საფინანსო-სარევიზიო სამმართველოს მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
195
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2015-06-04
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.22.027.013.632
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საფინანსო-სარევიზიო სამმართველოს მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.013.632

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №195

2009 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საფინანსო-სარევიზიო სამმართველოს მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საფინანსო-სარევიზიო სამმართველოს მრჩევლის ვაკან-ტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

    შეტანილი ცვლილებები:

   1. ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის ბრძანება №76 - ვებგვერდი, 05.06.2015 წ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საფინანსო-სარევიზიო სამმართველოს მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. გენერალური ინსპექციის საფინანსო-სარევიზიო სამმართველოს მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებით დადგენი-ლია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:        

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

Ö      უმაღლესი განათლება;

Ö      აუდიტის სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

Ö      საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 

საკონკურსო თემატიკა:

საქართველოს კონსტიტუცია;

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონი;

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანება.

 

კრებსითი — სრული ვერსია