სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.013.630
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/155
2009 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 8 სექტემბრის №3/134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 8 სექტემბრის №3/134 ბრძანების (სსმ III, 2009 წ., №111, მუხ. 1261) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათ-ლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის ხელოვნების კოლეჯის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. რუსთავის ხელოვნების კოლეჯის უფლებამონაცვლე.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი დ. ცხადაძე