„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 8 სექტემბრის №3/133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3/154
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-08
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.028.013.629
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 8 სექტემბრის №3/133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.013.629

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/154

2009 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 8 სექტემბრის №3/133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 8 სექტემბრის №3/133 ბრძანების (სსმ III, 2009წ., №111, მუხ. 1260) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო კოლეჯის უფლებამონაცვლე.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი დ. ცხადაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია