(ძალადაკარგულია - 03.04.2025, №1068)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №194
2009 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №217 - ვებგვერდი, 18.01.2017წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 3 აპრილის ბრძანება №1069 - ვებგვერდი, 03.04.2025წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1073 - ვებგვერდი, 31.05.2025წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1099 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის მე-9 პუნქტის, 2010 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ა) (ამოღებულია - 31.07.2025, №1099);
ბ) (ამოღებულია - 31.07.2025, №1099);
გ) (ამოღებულია - 31.07.2025, №1099);
დ) ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ფორმა (დანართი №4);
ე) (ამოღებულია - 31.07.2025, №1099).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №217 - ვებგვერდი, 18.01.2017წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 3 აპრილის ბრძანება №1069 - ვებგვერდი, 03.04.2025წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 მაისის ბრძანება №1073 - ვებგვერდი, 31.05.2025წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ივლისის ბრძანება №1099 - ვებგვერდი, 31.07.2025 წ.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 20 მარტის №62 ბრძანება.
3. დაევალოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (გ. ვაშაძე) ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ბლანკების დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.
4. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ჯ. ებანოიძეს.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
ზ. ადეიშვილი