,,იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ნუსხის განსაზღვრის თაობაზე, რომელთა ბიუჯეტებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
136
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-07-04
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-10
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.777
,,იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ნუსხის განსაზღვრის თაობაზე, რომელთა ბიუჯეტებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №136

2007 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

,,იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ნუსხის განსაზღვრის თაობაზე, რომელთა ბიუჯეტებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა“ საქართველოს მთავრობის  2007 წლის 31 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე:

1. ,,იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ნუსხის განსაზღვრის თაობაზე, რომელთა ბიუჯეტებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის №15 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №17, მუხლი 185) დამტკიცებული ნუსხის 24-ე პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,24.  განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია