„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
622
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-09-25
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-28
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.013.576
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.576

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №622

2009 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებით (სსმ III, 29.11.07, №169, მუხლი 1877) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგადასახადო და საბაჟო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს;“.

2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი დავალების საფუძველზე ახორციელებს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას;

გ2) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების შესახებ მოსამართლის ბრძანებას;“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს „საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების ამოქმედებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია