სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.038.013.565
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №593
2009 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
“ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №154 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (სსმ III, 28.04.2009, №51, მუხ.578) მე-20 მუხლის „ თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ თ) ხელს აწერს გენერალური ინსპექციის მოთხოვნას, წარდგინებას, რეკომენდაციას და დასკვნას, ასევე მოქალაქეთა და ორგანიზაციათა განცხადებების პასუხად გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტაციას.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი