„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
185 - 1161
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-09-22
გამოქვეყნების თარიღი
2012-08-09
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.22.027.013.553
„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“

სახელმწიფო   სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.013.553

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №185-№1161

2009 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 იანვრის №80 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე -5 მუხლის 54 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

1. დამტკიცდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის თანდართული წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ი. მერაბიშვილი


უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის წესი

    მუხლი 1

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ურთიერთობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურთან განისაზღვრება ამ წესით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 9 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №140-№621 - ვებგვერდი, 10.08.2012 წ.

    მუხლი 2 ამოღებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 3

1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, სააგენტო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს მათი მიღებიდან 2 დღეში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურს.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ან საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან მიღებული პასუხი არ შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი .

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებიდან პასუხის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღის ვადაში მათგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, ცალკეული საქმეების თავისებურებების გათვალისწინებით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხზე უფლებამოსილია იმსჯელოს სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ (შემდგომში – კომისია).

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 9 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №140-№621 - ვებგვერდი, 10.08.2012 წ.

    მუხლი 4         

1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით კომისია უფლებამოსილია უცხო ქვეყნის მოქალაქე მოიწვიოს გასაუბრებაზე. საჭიროების შემთხვევაში გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს სატელეფონო კავშირის მეშვეობით.

2. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად გასაუბრებაზე შეიძლება აგრეთვე მოწვეულ იქნეს სხვა პირი, გამოთხოვილ იქნეს დოკუმენტები და ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 5

1. (ამოღებულია - 31.01.11 №20/71).

2. (ამოღებულია - 31.01.11 №20/71).

3. გასაუბრების ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლის პროექტი უნდა შეთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 51

1. კომისიის წევრებს ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე, მათ შორის, ერთ წევრს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით.

2. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით დანიშნული კომისიის წევრის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო დანარჩენი წევრების შრომა ანაზღაურდება სააგენტოს სახსრებიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 6   ამოღებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 7 ამოღებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

 

მუხლი 7 1 ამოღებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 8

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ყალბი დოკუმენტების წარმოდგენის ან საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფარვის ფაქტის გამოვლენა შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 9  ამოღებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანება №20/71 - ვებგვერდი, 31.01.2011 წ.

    მუხლი 10

ამ წესის პირველ მუხლში აღნიშნულ დაწესებულებათა შორის ინფორმაციის გაცვლა შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე  ელექტრონული ფორმით.

კრებსითი — სრული ვერსია