„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
133
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-07-04
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-10
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.774
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №133

2007 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ

1. ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-8 პუნქტისა და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – თბილისის იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯის შეერთების გზით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – თბილისის იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯის ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2 კვირაში უზრუნველყოს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი             ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია