,საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №145 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
604
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2009-09-17
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-18
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.013.539
,საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №145 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.539

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №604

2009 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის                          №145 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის  №145 ბრძანებით (სსმ III, 27.02.06, №26, მუხლი 307) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი/საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს კონტროლის სამმართველო/საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების სამმართველო:

ა) საგადასახადო შემოწმების დროს ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით განსაზღვრულ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს და გამოვლენილ დარღვევებს ასახავს შემოწმების მასალებში;

ბ) შემოწმების მასალებს დადგენილი წესით წარუდგენს შესაბამის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას)/საგადასახადო ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 21 სექტემბრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია