,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
724
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-09-04
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-04
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.013.516
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.516

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

 ბრძანება №724

2009 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის  №127 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის,  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის  პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005წ., №37, მუხ. 380) დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება შესაძლებელია:

ა) აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

ბ) სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი  წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.”;

ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ შესაბამისი განცხადებით სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.”;

გ) დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას თან უნდა დაერთოს დოკუმენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.”.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია