,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
127
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-06-27
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-28
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.10.003.000.768
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №127

2007 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარე­მოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წ., №10, მუხლი 112) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია – მხოლოდ საშენი მასალებისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიწისქვეშა მტკნარი წყლების მოპოვებისათვის;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია