სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.013.486
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2009 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის ბრძანება №76 - ვებგვერდი, 05.06.2015 წ.
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საკონკურსო-სატესტაციო კომისია კონკურსში მონაწილე კანდიდატს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 27 მაისის №100 ბრძანების შესაბამისად.
3. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
v უმაღლესი განათლება;
v სასურველია უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა;
v სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
v საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანება.