„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის ტექნიკური კოლეჯის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №1221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
683
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-08-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-25
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.013.470
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის ტექნიკური კოლეჯის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №1221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.470

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №683

2009 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის ტექნიკური კოლეჯის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №1221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის ტექნიკური კოლეჯის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №1221 ბრძანებაში (სსმ III, 11.12.2007წ., №175, მუხ. 1942) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. ცენტრის დირექტორი

1. ცენტრის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

2. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.

3. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.

2. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ი.ქურდაძე

კრებსითი — სრული ვერსია